სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი დირექტორს უჩივის

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული, ქართული სექტორის მასწავლებელი თეა გურგენიძე დირექტორს სასამართლოში უჩივის. თეა გურგენიძემ ადვოკატთან ერთად სარჩელით სიღნაღის რაიონულ სასამართლოს დღეს მიმართა. გურგენიძის უფლებადამცველს მიაჩნია, რომ პედაგოგის გათავისუფლება უკანონოდ მოხდა და დისციპლინური საბჭოს გადაწყვეტილება არასამართლიანია.

ადვოკატი გურგენიძის სკოლაში დაბრუნებას ითხოვს და აცხადებს, რომ მტკიცებულებები არ არსებობს, რომ თეა გურგენიძე მოსწავლეს ფიზიკურად უსწორდებოდა, რის საფუძველზე ის გაათავისუფლეს.

თეა გურგენიძის გათავისუფლება რამდენჯერმე გააპროტესტეს მოსწავლეებმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს