რუხის სავაჭრო ცენტრმა ფესტივალის „გზა ეთობისკენ - რუხი 2018“-ის ფარგლებში „X ფაქტორის“ მონაწილეებს უმასპინძლა

რუხის სავაჭრო ცენტრმა ფესტივალის „გზა ეთობისკენ - რუხი 2018“-ის ფარგლებში მეგა-შოუ „X ფაქტორის“ მონაწილეებს უმასპინძლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, მეგა-შოუ „X ფაქტორის" მონაწილეებმა რუხის სავაჭრო ცენტრში შეკრებილი საზოგადოებისთვის ცნობილი ჰიტები შეასრულეს. ფესტივალში მონაწილეობა ადგლობრივმა ბენდმა UNDER 7- მა მიიღო. ფესტივალი ენგურის ხიდიდან 600 მეტრში „საპარტნიორო ფონდისა“ და მისის შვილობილი კომპანია „რუხის სავაჭრო ცენტრის“ ინიციატივით, ასევე, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ადმისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მიმდინარეობს. რუხის სავაჭრო ცენტრში სპორტულ-კულტურული ღონისძიებები 15 ივლისამდე გასტანს.

რუხის სავაჭრო ცენტრში ერთთვიანი ფესტივალი კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავს. იგეგმება სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტები, ფესტივალები, კონკურსები, შეჯიბრებები, მარათონი, დაჯილდოვებები, ფილმების ჩვენება, საბავშვო ღონისძიებები და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლირება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა