მეუფე პეტრე - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს აღიაროს, რომ „ციანიდის საქმესთან“ მიმართებაში ცოდვა ჩაიდინა

ხელისუფლებამ უნდა შეძლოს აღიაროს, რომ „ციანიდის საქმესთან“ მიმართებაში ცოდვა ჩაიდინა, - ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, წმინდა სინოდის სხდომაზე „ციანიდის საქმის“ საკითხი ზოგადად დასმული იყო.

„ციანიდის საკითხი ზოგადად იყო, კონკრეტული არაფერი თქმულა“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

კითხვაზე, რა ითქვა სხდომაზე „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით, მიტროპოლიტმა განაცხადა: „ ითქვა იმ კონტექსტში, რომ ხელისუფლებამ უნდა შეძლოს აღიაროს, რომ ცოდვა ჩაიდინა „ციანიდის საქმესთან“ მიმართებაში. ეს იყო ბოროტება და უნდა მოინანიოს“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა