მეუფე პეტრე - სინოდის სხდომაზე პატრიარქისგან მივიღეთ განმარტება მეუფე შიოს მოსაყდრედ დანიშვნასთან დაკავშირებით

მეუფე შიოს თემა განიმარტა პატრიარქისგან, როგორც მოსალოდნელი იყო - მეუფე შიო, დასახელებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპილიტმა პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, საპატრიარქოსთან განუცხადა.

მისივე თქმით, მეუფე შიოს მოსაყდრეობა ლეგიტიმურად მიაჩნია.

გარდა ამისა, პეტრე ცაავას განმარტებით, სინოდის სხდომაზე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზეც იყო მსჯელობა.

"ვიმსჯელეთ და აქაც ძალიან გონივრული პოზიციაა წმინდა სინოდის მხრიდან, რომ ამ თემაზე ვიფიქრებთ. ჯერ კონსტანტინოპოლმა უნდა გამოკვეთოს თავისი პოზიცია", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

კითხვაზე: მხარს დაუჭერს, თუ არა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს საქართველო, პეტრე ცაავას განმარტებით, ეს სკითხი ასე არ დგას.

" საკითხი ჯერ ასე არ დგას. ამ თემაზე კონსტანტინოპოლი მუშაობს. უამრავი შეკითხვაა და ჩვენც ასევე, პარალელურ რეჟიმში ვიფიქრებთ და ვიმუშავებთ, როგორც სათნო იქნება ღვთისთვის. ჩემი პოზიციაა, რომ ზოგადად უკარაინას, 49 მილიონიან ქვეყანას, დამოუკიდებელს, რა ქმა უნდა, დამოუკიდებელი ეკლესია უნდა ჰქონდეს და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში და მას ეკლესიურად არ უნდა ექვემდებარებოდეს, მაგრამ პროცესუალურად ეგ საკითხი, რა თქმა უნდა, დროში გაიწელება", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო