დის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში, დის დაჭრაში ბრალდებულ ლ.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განუცხადეს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო.

ზუგდიდში, დადიანების ეზოში ძმამ და დანით 19 ივნისს დაჭრა. სამართალდამცავებმა მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

ქალს ორი ჭრილობა გულ-მკერდის და მხრის არეში აღენიშნებოდა.

არსებული ინფორმაციით, და-ძმის კამათის მიზეზი ქალის ვალები გახდა, რომელიც მას ოჯახისგან მალულად ჰქონდა აღებული.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს