დავით ზალკალიანი - ოკუპირებული ცხინვალის მიერ სოფელ წნელისზე პრეტენზიის გაცხადება ყველანაირი ნორმის დარღვევაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის შექმნას და სოფელ წნელისზე პრეტენზიის გამოცხადებას ყველანაირი ნორმის დარღვევად აფასებს.

"ყველა ეს საკითხები განიხილება ჟენევის ფორმატში. ჩვენი დელეგაცია რა თქმა უნდა, ყველა ამ საკითხს თანათავმჯდომარეებს აწვდის და ძალიან მკაფიოდ და მწვავედ განიხილავენ ჟენევის ფორმატში. ბუნებრივია, არანაირი სამართლებრივი შეფასება ამას არ შეიძლება მიეცეს, ყველანაირი ნორმის დარღვევაა. ამას არავინ უჭერს მხარს, არც ერთი ჩვენი საერთაშოროსო პარტნიორი, ვინც აღიარებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას",- განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში შექმნილია ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისია, რომლის წევრის და დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსლან თედეევის თქმით, მოსახლეობამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ სოფელი წნელისი "სამხრეთ ოსეთის" საზღვრებში არ მოხვდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია