ტაილანდის პოლიციამ „ბოევიკი“ დააკავა, რომელსაც ავტომობილით 40-ზე მეტი ბომბი და ყუმბარა გადაჰქონდა

ტაილანდის პოლიციამ „ბოევიკი“ დააკავა, რომელსაც ავტომობილით 40-ზე მეტი თვითნაკეთი ბომბი და ყუმბარა გადაჰქონდა. ამის შესახებ გამოცემა Bangkok Post წერს.

ბომბებისა და ყუმბარების გარდა ავტომობილში შენელებული მოქმედების დეტონატორების 36 ყუთი აღმოჩნდა.

გამოცემის ინფორმაციით, თავდაპირველად ავტომობილში, რომელმაც დიდი სიჩქარით პოლიციის გამშვებ პუნქტს ჩაუარა, ორი ადამიანი იმყოფებოდა. მას შემდეგ რაც პოლიცია ავტომობილს დაედევნა, ერთ-ერთი პირი მანქანიდან გადახტა და მიიმალა, მასზე ძებნაა გამოცხადებული. ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

პოლიციის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბომბები სეპარატისტების ერთ-ერთ საბრძოლო ჯგუფს ეკუვთნოდა და უახლოეს უქმეებზე ტაილანდის სამხრეთ პროვინციებში აფეთქებების მოსაწყობად იყო დამზადებული.

მალაიზიის საზღვართან მდებარე ტაილანდის პროვინცია წარსულში ნახევრად დამოუკიდებელი პატანის სასულთნოს შემადგენლობაში შედიოდა და ტაილანდის შემადგენლობაში მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში აღმოჩნდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა