დავით ჭიჭინაძე - თეა წულუკიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, უმჯობესია, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე

თეა წულუკიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, უმჯობესია, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა. მისი თქმით, მიუღებელია თეა წულუკიანის მიერ ორი დღის წინ, სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადებები.

„პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია იქნება თუ არა ახალ სამთავრობო კაბინეტში თეა წულუკიანი. ჩემთვის საკმაოდ მიუღებელი იყო მის მიერ ორი დღის წინ ეთერში გაკეთებული განცხადება, რომ თითქოს ვიღაცას რაღაც შეეშალა. უმჯობესია, ასეთი ადამიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე“, - განაცხადა ჭიჭინაძემ, რომლის კომენტარსაც ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებაზე კომენტარი გააკეთა. იგი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიება შსს-მ თავიდან დაიწყო. „არავითარი ძიება თავიდან არ დაწყებულა. მე ამას პირველად ვამბობ პირდაპირ ეთერში: როდესაც პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა აქციიდან დაბრუნებულმა, დაუშვა, სამწუხაროდ, შეცდომა. მე ამას ღიად ვამბობ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს