ეკა ბესელია - ჩვენ პრემიერ-მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაცია ადამიანური რესურსის შემცირებას არ ნიშნავს

ჩვენ პრემიერ-მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაცია ადამიანური რესურსის შემცირებას არ ნიშნავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, იმ პრიორიტეტების რეალიზებას, რაც სამინისტროებს გააჩნია, ადამიანურად ის რესურსი სჭირდება, რაც ჰყავს.

დეპუტატის ინფორმაციით, ის, თუ რის ხარჯზე მოხდება თანხების დაზოგვა, ამას მთავრობა უახლოეს პერიოდში წარმოადგენს.

„სამთავრობო სტრუქტურების რეორგანიზაციის თაობაზე კონცეპტუალური ხედვა მხარდაჭერილია. პრემიერ-მინისტრის ხედვაა, რომ უფრო მცირე ზომის და უფრო ნაკლები სამინისტროების პირობებში, მართვა უფრო ეფექტური იქნება. ჩვენ ამაზე შევთანხმდით და ნდობის მანდატი ამ მანდატსაც მოიაზრებს. კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე კონსულტაციები ამ დღეებში დაიწყება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა