მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი - არქიტექტურის სამსახურიდან აღარ უნდა იყოს დაგვიანებული, ბუნდოვანი და გაუგებარი პასუხები

აღარ უნდა იყოს დაგვიანებული, ბუნდოვანი და გაუგებარი პასუხები არქიტექტურის სამსახურიდან,- ამის შესახებ მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თემურ ბოლოთაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბოლოთაშვილმა აღნიშნა, არქიტექტურის სამსახურში მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა.

"ახალი ადმინისტრაციის მოსვლის პირველივე დღიდან დავიწყეთ სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურში მათ შორის არქიტექტურის სამსახურში. გამოვლინდა რიგი პრობლემები, დაიგეგმა კონკრეტული რეფორმები, მათ შორის საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები. ჩვენ უკვე განვახორციელეთ სამსახურის სტრუქტურული რეორგანიზაცია, შევქმენით ორი ახალი და გავაუქმეთ რამდენიმე ძველი განყოფილება, განვახორციელეთ თანამშრომლების ოპტიმიზაცია და გავაძლიერეთ სანებართვო განყოფილებები. შედეგად მივიღეთ ჩვენ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვნად ამაღლება, ასევე დავნერგეთ შიდა შეფასების მონიტორინგის სისტემა. ამ პროცესს ახლაც ვხვეწთ. ამ მთელ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა. ჩვენ ძირითადად სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია ვართ, მოგეხსენებათ არქიტექტურის სამსახური გასცემს მშენებლობის ნებართვას სხვადასხვა კლასის ნაგებობებზე, ასევე ნებართვის გაცემის სხვადასხვა სტადიის ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს, ასევე 2017 წლამდე შენობა-ნაგებობების ადმინისტრაციულ წარმოებას, ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული მომსახურების ხარისხი იყოს ძალიან მაღალი და მუდმივად ხდებოდეს ამ მომსახურების ხარისხის კონტროლი თვითონ სამსახურის მხრიდან, ამიტომ შიდა შეფასების და მონიტორინგის სისტემა არის უმთავრესი, რაც დავნერგეთ და დახვეწის პროცესში ვართ“, - განაცხადა ბოლოთაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის პერფომანსის ინდიკატორების განსაზღვრა და ამ ინდიკატორების მიხედვით კონტროლი, რაც ჯამში მნიშველოვნად აისახება საბოლოო პროდუქტზე ანუ სამსახურიდან გასულ პასუხზე.

„ამ სისტემამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ აღარ უნდა იყოს საერთოდ დაგვიანებული პასუხები არქიტექტურის სამსახურიდან, არ უნდა იყოს ბუნდოვანი და გაუგებარი პასუხები, უნდა იყოს დასაბუთებული ნებისმიერი გადაწყვეტილება რაც არქიტექტურის სამსახურიდან გავა, რაც მნიშვნელოვანია სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის",-განაცხადა ბილოთაშვილმა.

თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სერვისების მიწოდების რეფორმის შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ნათია ნაცვლიშვილი, ინოვაციების და რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელი ნატო გაგნიძე, საჯარო და კერძო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო