ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა

საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა, ბაურჟან მუხამედჯანოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობების სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე საუბარი შეეხო მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ყაზახეთის მხარემ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მყარი მხარდაჭერა.

ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა მიღებისთვის და გამოხატა მზაობა ელჩის რანგში ხელი შეუწყოს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს ყაზახეთთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას და ყაზახეთის რესპუბლიკის დანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო