თერჯოლის რაიონში მცხოვრებ ვეტერანებს თვალის უფასო გამოკვლევები ჩაუტარეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 21 ივნისს, თერჯოლის რაიონში მცხოვრებ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, სულ 120-მდე ბენეფიციარს, ჩიჩუების თვალის კლინიკის ექიმებმა სრულიად უსასყიდლოდ ჩაუტარეს თვალის გამოკვლევები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, სულხან აბესაძე, ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარი დებუტატი, ავიაციის თადარიგის პოლკოვნიკი, გიორგი ლილუაშვილი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, ბონდო სოფრომაძე თანამშრომლებთან ერთად და თერჯოლის საკრებულოს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ავთანდილ ჩუბინიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა