სურსათის ეროვნული სააგენტო - „მადლიერების სახლის“ საკვებში არა თაგვის ექსკრემენტი, არამედ ბარდის მარცვალია აღმოჩენილი

ქუთაისის ა(ა)იპ „მადლიერების სახლში“ ბენეფიციართა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნით, საკვებში არა თაგვის ექსკრემენტი, არამედ ბარდის მარცვალია აღმოჩენილი და საკვებთან დაკავშირებით რამე შეუსაბამო არ ფიქსირდება.

„მადლიერების სახლის“ სასადილო, ადგილზე აღმოჩენილი სავარაუდო ხარვეზების გამო, გუშინ რამდენიმე საათით დაიხურა. სურსათის ეროვნული საააგენტოს ჯგუფმა გუშინვე განახორციელა სამუშაოები და სამზარეულო მალევე გაიხსნა.

დასავლეთ საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ფიქრია ჭლიკაძის განცხადებით, საკვებში არა თაგვის ექსკრემენტი, არამედ ბარდის მარცვალია აღმოჩენილი.

დღესვე ქუთაისის „მადლიერების სახლში“ მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე იმყოფებოდა, რომელმაც ბენეფიციარებთან ერთად ისადილა და ადგილზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო. ნინო თვალთვაძის განცხადებით, ყველა მოთხოვნას ან რამე სახის საყვედურს, რომელიც ბენეფიციარების მხრიდან დაფიქსირდება, მყისიერი რეაგირება ექნება და არ დარჩება საკითხი, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობა არ გააკონტროლებს. მისივე თქმით, ადგილზე ყველა ნორმა და სტანდარტი დაცულია და „მადლიერების სახლი“ ბენეფიციართა მომსახურეობას ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს.

,,ჩვენთვის მთავარია ყველა სტანდარტი და მოთხოვნა დავიცვათ, რათა ბენეფიციარების მომსახურება ხარისხიანი და შესაბამისი იყოს. ადგილზე აღმოვფხვერით რამდენიმე უმნიშვნელო ხარვეზი. უკვე მივიღეთ დასკვნა, სადაც წერია, რომ საჭმელში არა თაგვის ექსკრემენტი, როგორც ეს გავრცელებულ ინფორმაციაში ფიქსირდებოდა, არამედ ბარდის მარცვალი იყო. რაც შეეხება თანამშრომლების ქცევას, ესეც მაქსიმალურად გაკონტროლდება და თუ გამოვლინდა, რომ ადგილზე დასაქმებული რომელიმე თანამშრომელი შეურაცხყოფას აყენებს ბენეფიციარებს, ამასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო