კახა კალაძე - ქუჩის მუსიკოსებს ხელშეწყობა და თანადგომა სჭირდებათ

ჩვენი ვცდილობთ, რომ ქუჩის მუსიკოსებს დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თბილისის მერმა ჯგუფ „ბანთან“ დაკავშირებული ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს ჯგუფიც მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავდა თავდაპირველად. მისი თქმით, ჯერ კიდევ მილანში ცხოვრებისას ჯგუფ „ბანის“ სიმღერა შემთხვევით youtube-ზე მოისმინა, რის შემდეგაც ჯგუფს ფინანსურად დაეხმარა.

„ჩვენი ვცდილობთ, რომ ქუჩის მუსიკოსებს დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ. ამ მიმართულებით ერთ ძალიან საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ - ფესტივალის გაკეთება გვინდა. მე არასდროს მისაუბრია ამაზე და მინდა ერთ თემას შევეხო. ალბათ იცით ჯგუფი „ბანი“. მისი წევრები ძალიან წარმატებული და ნიჭიერი ახალგაზრდები არიან. ისინი თავდაპირველად მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავდნენ. მე მაშინ ფეხბურთს ვთამაშობდი და მილანში ვცხოვრობდი. სრულიად შემთხვევით youtube-ზე მათი სიმღერა ვნახე. იმდენად მომეწონა და დამაინტერესა, რომ როცა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ თამაშზე მომიწია ჩამოსვლა, მათაც შევხვდი. დავეხმარე ყველანაირად - ფინანსურად თუ ინსტრუმენტების შეძენით. ისინი გახდნენ წარმატებულები და დღესაც ჩემი საუკეთესო მეგრობრები არიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ქუჩის მუსიკოსებს ხელშეწყობა და თანადგომა სჭირდებათ და ამ მიმართულების გაუმჯობესებას მერიის მხრიდან მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა.

ქუჩის მუსიკოსები, შესაძლოა, გარკვეულ რეგულირებას დაექვემდებარონ, - ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, ქუჩაში ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები დგანან, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მუსიკოსები არ არიან, რაც „ვნებს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ყურს, არამედ ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს“. „ალბათ, ქუჩის მუსიკოსებს დასჭირდებათ დოკუმენტი, რომელიც მათ ქუჩაში დაკვრის უფლებას მისცემს“,- განაცხადა გვარჯალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს