თამარ ჩუგოშვილი - დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რა ფორმას მიიღებს მთავრობა და არა სახელებსა და გვარებზე

დისკუსიის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადება, ზუსტად რომელი სამინისტროების გაერთიანებაზეა საუბარი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

ჩუგოშვილის თქმით, მინისტრობის კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით უმრავლესობა დღეს არ მსჯელობს.

"დღეს დაიწყო პრემიერ-მინისტრმა კონსულტაციები უმრავლესობის ბიუროსთან მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით,რომელიც მოგვიანებით პარლამენტში იქნება წარმოდგენილი. ამ ფორმატში განვიხილავთ, რა ფორმით იქნება ყველაზე ეფექტური და სწორი მთავრობის სხვადასხვა უწყების ოპტიმიზაცია. მოგვიანებით, დისკუსიის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადება, ზუსტად რომელი სამინისტროების გაერთიანებაზეა საუბარი. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილი ამ შეხვედრას არ ესწრება. ეს არის პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის წევრების შეხვედრა. როგორც ჩვენ გუშინდელ განხილვებზე და ბოლო პერიოდში არაერთხელ განვაცხადეთ, მთავარი პრობლემა იყო მთავრობის და პარლამენტის ეფექტური ურთიერთობა. ეს შეხვედრაც კარგი მაგალითია ამ მიმართულებით სწორი გადადგმული ნაბიჯების",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე არ მიმდინარეობს სახელებსა და გვარებზე საუბარი.

"ეს შეხვედრა ემსახურება განხილვას, სტრუქტურულად სწორი როგორ იქნება მთავრობის ჩამოყალიბება, რომ მივაღწიოთ იმ მიზანს, რა მიზანიც გუშინ გაცხადდა. მიზანი კი არის ძალიან კონკრეტული - ის, რომ გადაწყვეტილებების მიღებასა და მოსახლეობის მიერ სერვისების მიღების დრო შემცირდეს, იყოს ბევრად ეფექტური მუშაობა. გვაქვს გარკვეული სირთულეები ამ კუთხით. ვაცხადებთ გარკვეული პროგრამების დაწყებას, გარკვეული სიახლეების შემოტანას და სინამდვილეში დროში იწელება აღსრულება. გვინდა ეს აღსრულება ეფექტური იყოს",- განაცხადა ჩუგოშვილმა და დასძინა: „ჯერჯერობით არ დაგვიწყია იმის განხილვა, რომელ კანდიდატებზე იქნება საუბარი, ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა ფორმას მიიღებს მთავრობა".

როგორც ცნობილია, უმრავლესობის წევრების და მამუკა ბახტაძის შეხვედრა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა