„ახალგაზრდული მედია კავშირის“ ორგანიზებით, ჯომარდობის ინტეგრირებული ჩემპიონატი გაიმართა

ბორჯომში, სოფელ ჩითახევში, პირველ ადაპტირებულ საველე ბანაკში, „ახალგაზრდული მედია კავშირის“ ორგანიზებით ჯომარდობის ინტეგრირებული ჩემპიონატი გაიმართა საქართველოს პირველობაზე. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, შეჯიბრი პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა’’ ფარგლებში, შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი იყო მიძღვნილი და მასში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

ტურნირის მონაწილეთა შორის იყვნენ აფხაზეთის მთავრობის, ასევე, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 100-ზე მეტი შშმ პირით და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედროებით დაკომპლექტებული გუნდები, რომლებიც ერთმანეთს სხვადასხვა დისციპლინაში ეჯიბრებოდნენ.

„საჯომარდო ნავების ადაპტირებისთვის უნივერსალური კონსტრუქციები კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებით, თავად შშმ პირებმა შექმნეს, რომელთა დახმარებითაც სპორტის ამ ექსტრემალურ სახეობაში ასპარეზობა შეუძლიათ, როგორც ტოტალურად უსინათლო, ასევე, ეტლით მოსარგებლე და ამპუტანტ შშმ პირებს.

ჯომარდობის ინტეგრირებული ჩემპიონატი 2012 წლიდან იმართება და სულ უფრო და უფრო მასშტაბური ხდება.

პროექტის განხორციელება ემსახურება გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ‘’ახალგაზრდულ მედია კავშირს’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წელს გაფორმდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა