ირაკლი კობახიძე მარათონს “თბილისი“ შეუერთდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 24 ივნისს მარათონს - “თბილისი“ შეუერთდება. “ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთონ ისეთ აქტივობებში, რომლებიც მათი ჯანმრთელობის გაჯანსაღებასა და შენარჩუნებას ემსახურება. მოვუწოდებ ყველას, აქტიურად ჩაერთონ მარათონსა და სხვა მასობრივ სპორტულ ღონისძიებებში. თბილისის მერს კი მადლობა ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, მარათონი თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით დაფუძნდა და მიზნად ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ისახავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა