ვაკის რაიონში სანიაღვრე ქსელის რეკონსტრუქცია-მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონში, ფერმწერთა ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩამდე, სანიაღვრე ქსელის რეკონსტრუქცია-მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს. მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა ამორტიზებულმა სანიაღვრე ქსელმა განაპირობა, რომელიც გარკვეულ მონაკვეთებზე წყლის დაგუბებას იწვევდა, რის გამოც ძლიერი წვიმის დროს მოსახლეობას საფრთხე ექმნებოდა.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო. „აქ იყო სერიოზული პრობლემა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებდა. ერთი ის, რომ სანიაღვრე არ არსებობდა და მეორე კანალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო ამ ქუჩის მოსახლეობა. მინდა GWP-ს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. ისინი საკანალიზაციო ქსელს აწესრიგებენ. მთლიანად ახალი სანიაღვრე სისტემა მოეწყობა და სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა აღარ შეექმნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 800, 1000 და 1200 მმ დიამეტრის რკინა-ბეტონის მილები ჯამში 1572 მეტრის სიგრძეზე ეწყობა. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია, შპს „კაპიტელი“ აწარმოებს და მათი ღირებულება 1 063 376 ლარია. პროექტი მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო და ივლისში დასრულდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს