ანონსი 22 ივნისი

22 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარის, დავით ჭელიძის ინიციატივით დასაქმების ფორუმი გაიმართება.

მის.: ცოტნე დადიანის ქ. #26 (ართჰოლის შენობა)

საკონტაქტო პირი ეკა მომცელიძე - 599103846

22 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგი მედიაცენტრ „მთავარის“ პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

თემა: ქვეწარმავლების პრობლემა თბილისში; კონკრეტული ლოკაციები, სადაც ქვეწარმავლები, მათ შორის შხამიანი გველები მომრავლდნენ; სტატისტიკა და რეკომენდაციები.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

22 ივნისს, 12.30 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ოლბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლას (ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი

22 ივნისს, 12:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა.

მის.: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

22 ივნისს, 13:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა ჩატარდება.

მის.: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

22 ივნისს, 17:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გაიმართება კომიტეტთან არსებული „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს“ სხდომა.

მის.: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)

22 ივნისს, 19:00 საათზე, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, დეპუტატ სოფო კილაძის ინიციატივით, საჯარო შეხვედრა გაიმართება.

თემა: „ქალთა უფლებები და პოლიტიკური გაძლიერება - მიზეზები, შედეგები და გამოსავალი“.

მის.: სამღერეთის ქ. N5

22 ივნისს, 19:00 საათზე, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო საჯარო შეხვედრა, რომელსაც სოფო კილაძე და თამარ ჩუგოშვილი დაესწრებიან.

მის.: თბილისი, სამღერეთის ქ. N5

საკონტაქტო პირი: მაია ბექაური - 595 850 678

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა