პროკურორი - დღეს დაკითხული მოწმეების რაიმე სახის ბრალეულობა წარმოდგენილი მასალებით არ იკვეთება

გადამეტებული იქნება იმის თქმა, რომ დღეს დაკითხული მოწმეები რომელიმე კონკრეტული ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი პირები არიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის ფაქტზე დანაშაულის დაფარვის საქმის პროკურორმა გიორგი ქობულაძემ დღევანდელი სასამართლო სხდომის შემდეგ განუცხადა.

პროკურორის თქმით, მოწმეებმა სასამართლოს გარკვეული ინფორმაცია მიაწოდეს იმაზე, თუ სად იმყოფებიდა ესა თუ ის ბრალდებული დროის სხვადასხვა მონაკვეთში. "გადამეტებული იქნება იმის თქმა, რომ დღეს დაკითხული მოწმეები რომელიმე კონკრეტული ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი პირები არიან, თუმცა, მათ სასამართლოსთვის გარკვეული მნიშვნელოვანი ინფორმაცია დააფიქსირეს. დღეს დაკითხული მოწმეების რაიმე სახის ბრალეულობა არ იკვეთება იმ მასალებით, რაც წარმოდგენილია. მოწმეებმა აღწერეს კონკრეტული ადგილები, თუ სად იმყოფებოდა ესა თუ ის ბრალდებული სხვადასხვა პერიოდში", - განაცხადა გიორგი ქობულაძემ.

კითხვაზე - რამდენად სარწმუნოა ერთ-ერთი მოწმის, გიორგი თურქიას ჩვენება იმ ნაწილში, რომ თენგიზ კალანდიას შვილისთვის არ უკითხავს იმის თაობაზე, თუ რა შეემთხვა, პროკურორმა განმარტა, რომ ამ საკითხზე უნდა ისაუბრონ იმ პირებმა, ვინც უშუალოდ მანქანაში ისხდნენ. "ყველა პირი, ვინც მანქანაში იჯდა, დაიკითხება და, შესაბამისად, სასამართლო ამ ფაქტთან დაკავშირებით მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, იქიდან გამომდინარე, თუ რას იტყვიან ეს ადამიანები. მოწმეებმა უნდა თქვან, რა ხდებოდა მანქანაში და არა - ჩვენ. დღევნდელი მოწმის ჩვენების სანდოობაც სასამართლოს შესაფასებელი იქნება, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით", - განაცხადა გიორგი ქობულაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს