აკაკი ზოიძე - ბიუროს წევრებისა და პრემიერის შეხვედრაზე მინისტრობის კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა

პარლამენტის ბიუროს უმრავლესობის წევრების და პრემიერის დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა, თუ რომელ სამინისტროს რომელი პირი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა შეეხებოდა იმას, რომ ქვეყანაში შემცირდეს სიღარიბე. ზოიძეს ასევე არ დაუკონკრეტებია, საბოლოო ჯამში რამდენით შემცირდება სამინისტრიების რაოდენობა. დეპუტატის თქმით, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

"სტრუქტურული ცვლილებების არსი არის ის, რომ უფრო ეფექტიანი, მოქნილი მთავრობა გვქონდეს, რომელიც უფრო დროულად და ეფექტიანად მეტ სარგებელს მიიტანს მოქალაქეებამდე. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ. ამ კუთხით იყო შემოთავაზებულ წინადადებები, ასევე კონკრეტულად, რომელი სამინისტროები უნდა გაერთიანდეს, რა ფუნქციები უნდა გაერიანდეს სხვადასხვა სამინისტროდან, ასევე, გარდა იმ ექვსი სამინისტროსი, რომელზეც ვიმსჯელეთ და რომლის შესახებაც მედიაში ჟღერდება, იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევამციროთ კორუფციის რისკები.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომ სრულად მოხდეს ათვისება ჩვენი ქვეყნის იმ უზარმაზარი თანხების, რომელიც შემდგომი სამი წლის განმავლობაში უნდა ჩაიდოს ინფრასტრუქტურაში. ინფრასტრუქტურაში ჩადებული თითოეული დოლარიდან ჩვენ ვიღებთ დაახლოებით 60 ცენტის ეკონომიკას, რომელიც უნდა გადანაწილდეს თითოეულ მოქალაქეზე და ამ ქვეყანაში შევამციროთ უთანასწორობა და სიღარიბე. ეს იყო მსჯელობის ძირითადი საგანი", - განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, ხვალ გაგრძელდება მსჯელობა. ზოიძის განცხადებით, საუბარი არ ყოფილა მინისტრობის კანდიდატებზე, არამედ იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდება სტრუქტურები. „ვიხილავთ მხოლოდ ერთი კუთხით, რომ მოქალაქეებს გავუადვილოთ იმ სარგებლისა და მომსახურების მიღება, რომელსაც სახელმწიფო უნდა აწვდიდეს. ასევე, მაქსიმალურად უნარიანი, ქმედითი და ეფექტიანი იყოს მთავრობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაჩქარდეს მაქსიმალურად. ყველა ფორმატში იქნება შეხვედრები. პრემიერი პირველ ყოვლისა შეხვდა მინისტრებს, თავის კოლეგებს ესაუბრა.

უმრავლესობის წევრების და მამუკა ბახტაძის შეხვედრა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში დასრულდა - პირველი კომენტარები შეხვედრის შემდეგ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს