ზაზა გაბუნია - ქალაქის იერსახე უნდა იყოს მოვლილი და დაცული დამახინჯების საფრთხისგან

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსახორციელებელ იმ ცვლილებებს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც თბილისის ტერიტორიის დაზიანებისა და იერსახის დამახინჯებისათვის სანქციები მკაცრდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დეპუტატის თქმით, ეს გადაწყვეტილება მოცემულ ეტაპზე სჭირდება თბილისს იმისთვის, რომ ეფექტური საკანონმდებლო მექანიზმები არსებობდეს ქალაქის იერსახის დაზიანებისაგან დასაცავად.

„ქალაქის იერსახის დაზიანებისათვის სანქციებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციაც ითვალისწინებს და არსებულ მუხლში ფუნდამენტურად არაფერი იცვლება, გარდა იმისა რომ ჩანაწერი პრაქტიკაში შინაარსობრივად უფრო ქმედითი შეიძლება გახდეს იმისთვის, რომ ქალაქის იერსახე იყოს მოვლილი და დაცული დამახინჯების საფრთხისგან. ის რომ ქალაქში ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერი რამის დახატვა დაუშვებელია, რომ ქალაქის იერსახე ითხოვს ზრუნვას და მოფრთხილებას, რომ უეჭველად უნდა არსებობდეს ქმედითი მექანიზმები ქალაქის იერსახის ვანდალიზმისაგან დაცვისთვის, ეს ძალიან ბუნებრივია და ის რომ ყველგან არ შეიძლება მიახატო რაღაც, რამაც შეიძლება დააზიანოს ქალაქი, ეს რა თქმა უნდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ არის, რადგან არსებობს საჯარო ინტერესი, რაც ქალაქის იერსახის დაცვას გულისხმობს," – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ზაზა გაბუნიას თქმით, ე.წ. სტრიტ არტი ქალაქში წახალისებულია, არსებობს თბილისის მერიის უმარავი ინიციატივა ამისთვის და არც იგეგმება და შეუძლებელია ამას ბრძოლა გამოუცხადოს სახელმწიფომ.

კანონში ცვლილებები კი ქალაქის იერსახის დაცვას და მოფრთხილებას ითვალისწინებს და ეს სფერო საკანონმდებლო დონეზე რეგულირებულია ბევრ დასავლურ განვითარებულ დემოკრატიაში.

დეპუტატის თქმით, სურვილის შემთხვევაში, ის და ინიციატორთა ჯგუფი მზად არის შეხვდეს ყველა დაინტერესებულ პირს, იმისთვის რომ მათგან მოისმინონ ქალაქის ირესახის დამახინჯებისგან დაცვის უკეთესი მექანიზმების შესახებ.

ამ განცხადებით ზაზა გაბუნია გამოცემა "ტაბულას" სტატიას ეხმაურება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა