იან ბრემერი - დონალდ ტრამპმა ანგელა მერკელს მაგიდაზე კანფეტები დაუყარა და უთხრა: „აი, ანგელა, არ თქვა, რომ მე შენ არასდროს არაფერს გაძლევ“

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტისას, კანადაში, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს მაგიდაზე ორი კანფეტი დაუდო. ამის შესახებ ევრაზიული ჯგუფის დირექტორმა, პოლიტოლოგმა იან ბრემერმა ტელეკომპანია „CBS“-ის ეთერში განაცხადა.

„ის წამოდგა, ჯიბეში ხელი ჩაიყო, „Starbursts“-ის ორი კანფეტი ამოიღო, ანგელა მერკელს მაგიდაზე დაუყარა და უთხრა: „აი, ანგელა, არ თქვა, რომ მე შენ არასდროს არაფერს გაძლევ“, - განაცხადა ბრემერმა.

ინციდენტი „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს შორის მძიმე დისკუსიის შემდეგ მოხდა, კერძოდ, როდესაც სამიტის მონაწილეთა აზრი გაიყო აშშ-ევროკავშირს შორის ე.წ. სავაჭრო ომისა და რუსეთის „დიდ რვიანში“ დაბრუნების საკითხზე. მისი თქმით, ტრამპმა სამიტი დატოვა და ამერიკის წარმომადგენლებს მოუწოდა, სამიტის კომუნიკესთვის ხელი არ მოეწერათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა