ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრები არქიტექტორებს გამაჯანსაღებელი სივრცეების საკითხთან დაკავშირებით შეხვდნენ

საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრები საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც სპორტულ, გამაჯანსაღებელდა სარეკრეაციო სივრცეების შენარჩუნებასა და განვითარებას ეხება, არქიტექტორებსა და სივრცითი დაგეგმვის სპეციალისტებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრას ესწრებოდნენ ფრაქციის თავმჯდომარე, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ბიძინა გეგიძე და ფრაქციის წევრი, გლდანისა და ავჭალის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა კობალაძე, ასევე არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე, დავით აბულაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული მუდმივმოქმედი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები: ნიკოლოზ აბაშიძე, ზურაბ ნემსაძე, მერაბ ბოლქვაძე (თბილისის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორი) და ლევან ბერიძე, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის აპარატის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ფრაქციის წევრებმა და ექსპერტებმა იმსჯელეს ფრაქციის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე. ყველა დამსწრე არქიტექტორმა და ექსპერტმა ერთხმად აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებულ რეჟიმში მიღება აუცილებელია. დარგის სპეციალისტებმა საყურადღებო მოსაზრებები გამოთქვეს ფრაქციის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რაზეც შესაძლებელია მუშაობის გაგრძელება საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის მეორე მოსმენის ფარგლებშიც, რათა მიღებულ იქნას საზოგადოების ყველა სეგმენტისთვის სასარგებლო საკანონმდებლო ცვლილებები.

აღნიშნულ შეხვედრაზე დეპუტატებმა და ექსპერტებმა იმსჯელეს საკანონმდებლო ინიციატივის ტერმინოლოგიურ საკითხებსა და მის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო სპორტული, გამაჯანსაღებელი, სარეკრეაციო ტერიტორიების განსაკუთრებულ სტატუსსა და მის საზოგადოებრივ მნიშვნელობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფრაქციის დეპუტატებმა დააფიქსირეს პრინციპული პოზიცია, რათა არ მოხდეს ამგვარი სივრცეების ხელყოფა და ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოექცეს ჯანსაღი სივრცეები. აუცილებელია, რომ სარეკრეაციო სივრცეები დაცული იყოს საკანონმდებლო აქტის დონეზე და სახელმწიფოს ჰქონდეს ერთიანი პოლიტიკა ამ სივრცეების განვითარებასთან დაკავშირებით.

ფრაქცია ინიციატივის განხილვის პროცესში უკვე შეხვდა საზოგადოების თითქმის ყველა დაინტერესებულ ჯგუფს, საზოგადოებრივ გაერთიანებებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს. შეხვედრებზე ყველა დაინტერესებული მხრიდან დაფიქსირებულია პოზიცია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია საზოგადოების გაჯანსაღებისა და ქვეყნის სივრცითი მოწყობის საკითხში სახელმწიფოს დეკლარირებული ჰქონდეს ჩამოყალიბებული პოლიტიკა.

„ფრაქცია ,,ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ აქტიურად აგრძელებს მუშაობას ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის აუცილებელი სივრცეების შენარჩუნების, შექმნისა და განვითარებისკენ მიმართულ პროცესს საზოგადოებრივი, საკანონმდებლო თუ პოლიტიკური მიმართულებით“, – აცხადებენ ფრაქციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა