წმინდა სინოდმა აჭარელი აღმსარებლის, წმინდა დიაკონ სევერიანეს ხსენების დღე დააწესა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა აჭარელი აღმსარებლის, წმინდა დიაკონ სევერიანეს ხსენების დღე დააწესა, - ამის შესახებ სინოდის კრების ოქმშია აღნიშული, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს.

სინოდის ოქმის თანახმად, სხდომაზე საპატრიარქოს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ დიაკონ სევერიანეს (ერისკაცობაში ხასან ბერიძის) კანონიზების შესახებ საკითხი დააყენა.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კრებამ მოისმინა მამა სევერიანეს ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები და სასწაულები და დაადგინა: დიაკონი, მამა სევერიანე შეირაცხოს წმინდათა დასში და ეწოდოს: წმიდა დიაკონი სევერიანე, – აჭარელი აღმსარებელი და მისი ხსენების დღედ დაადგინდეს გარდაცვალების დღე – 9 (22) აგვისტო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა