ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია დღეს დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს მოუსმენს

დღეს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც დაღუპული დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს და მათ ადვოკატებს მოუსმენენ.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელიც 10:00 საათისთვის დაიშნა, ზაზა სარალიძეს, დავით დადუნაშვილს და მათ ადვოკატებს, ნესტან ლონდარიძესა და ხათუნა მაღლაკელიძეს ელიან.

კომისიის წევრი დეპუტატები ამ დრომდე განაგრძობენ საქმეში არსებული მასალების შესწავლას.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დასაბარებელ პირთა სიაში არიან ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის უშუალო მონაწილეები, გამომძიებელ-პროკურორები, ექსპერტები, 51-ე საჯარო სკოლის ხელმძღვანელები, ასევე ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შს მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულიკიანი და სხვა პირები.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა