მამა ლონგინოზ სუარიშვილი - მეუფე შიოსთან დაკავშირებით პატრიარქის ბრძანებაში ზოგიერთმა საფრთხე დაინახა სიტყვებში - „პატრიარქის მოსაყდრე“ და არა „საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე“

შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა სინოდის ყველა წევრისთვის ის განმარტებები, რომელიც პატრიარქის მოსაყდრის მიმართ არსებობდა და დღეს არავითარი კითხვა აღარ არსებობს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მამა ლონგინოზ სუარიშვილმა განაცხადა.

სასულიერო პირის თქმით, სინოდის გუშინდელ სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სწორედ მოსაყდრის თემა იყო. მისივე ინფორმაციით, სასულიერო პირთა ნაწილი მოითხოვდა შესულიყო კორექტირება პატრიარქის განცხადებაში, რომელიც მოსაყდრედ მეუფე შიოს დანიშვნას გულისხმობდა.

„სინოდის ერთ–ერთი მთავარი და აქტუალური საკითხი მეუფე შიოსთან დაკავშირებული საკითხი იყო პატრიარქის იმ ბრძანებაზე, რომელიც უწმინდესმა 2017 წლის 23 ნოემბერს საჯაროდ წაიკითხა. ამ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მეუფე შიო დასახელებული იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ. ზოგიერთმა პიროვნებამ საფრთხე დაინახა სიტყვებში - „პატრიარქის მოსაყდრედ“ და არა „საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრედ“. უშუალოდ პატრიარქის მოსაყდრე ნიშნავს, რომ როდესაც ქვეყანას მოქმედი პატრიარქი ჰყავს, თანამმართველად მეორე ადამიანი ჰყავს. ნაწილმა მოითხოვა ამის კორექტირება, რომ განესაზღვრა როგორც ტახტის მოსაყდრე და არა პიროვნების. პატრიარქს ამის აბსოლუტური უფლება აქვს, რომ მისი გადადგომის ან გარდაცვალების შემდეგ, დროებით მმართველად დაენიშნა ის, ვინც გაუძღვებოდა სათავეში კრებას, რომელიც ახალ კანდიდატს გამოარჩევდა“, - აღნიშნა ლონგინოზ სუარიშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა