გია ვოლსკი - სამინისტროების ოპტიმიზაცია არ იქნება დაკავშირებული საკადრო შემცირებებთან

სამინისტროების ოპტიმიზაცია არ იქნება დაკავშირებული საკადრო შემცირებებთან, რაც ალბათ უნდა გაითვალისწინოს იმ ხალხმა, რომელიც დღეს მუშაობს და ისევ მობილიზებული იყვნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს გუშინ, პრემიერ-მინისტრისა და ბიუროს უმრავლესობის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ადმინისტაციული ხარჯები შენარჩუნდება. „არის მსჯელობის პროცესი. ერთი, რაც შეიძლება დღეს დარწმუნებით ითქვას, ადმინისტაციული ხარჯები შენარჩუნდება. ეკონომიკური ზრდის პირობებებში, რასაკვირველია, ეს მოგვცემს სერიოზულ დანაზოგს. აქედან გამომდინარეობს ყველა ის დაპირება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, ეს ერთი და მეორე - ოპტიმიზაცია არ იქნება დაკავშირებული საკადრო შემცირებებთან, რაც, ალბათ, უნდა გაითვალისწინოს იმ ხალხმა, რომელიც დღეს მუშაობს და ისევ მობილიზებული იყვნენ, როგორც გუშინ.

ეკონომისტების მოსაზრება რასაკვირველია საინტერესოა. პრემიერ-მინისტრს არ აკლია კომპეტენცია იმისთვის, რომ დასაბუთებული პასუხი გასცეს, მაგრამ ნებისმიერი წინადადება და მოსაზრება განსახილველია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით, კონსულტაციები გუშინ 3 საათის განმავლობაში, ბიუროს ფორმატში მიმდინარეობდა. პროცესი ამავე ფორმატში დღესაც გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა