აკაკი ზოიძე - ბიუროს წევრებისა და პრემიერის შეხვედრაზე მინისტრობის კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა

პარლამენტის ბიუროს უმრავლესობის წევრების და პრემიერის შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა, თუ რომელ სამინისტროს რომელი პირი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი შეხვედრა შეეხებოდა იმას, რომ ქვეყანაში შემცირდეს სიღარიბე. ზოიძეს ასევე არ დაუკონკრეტებია, საბოლოო ჯამში რამდენით შემცირდება სამინისტროების რაოდენობა. დეპუტატის თქმით, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

"სტრუქტურული ცვლილებების არსი არის ის, რომ უფრო ეფექტიანი, მოქნილი მთავრობა გვქონდეს, რომელიც უფრო დროულად და ეფექტიანად მეტ სარგებელს მიიტანს მოქალაქეებამდე. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ. ამ კუთხით იყო შემოთავაზებული წინადადებები, ასევე კონკრეტულად, რომელი სამინისტროები უნდა გაერთიანდეს, რა ფუნქციები უნდა გაერთიანდეს სხვადასხვა სამინისტროდან, ასევე, გარდა იმ ექვსი სამინისტროსი, რომელზეც ვიმსჯელეთ და რომლის შესახებაც მედიაში ჟღერდება, იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევამციროთ კორუფციის რისკები.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომ სრულად მოხდეს ათვისება ჩვენი ქვეყნის იმ უზარმაზარი თანხების, რომელიც შემდგომი სამი წლის განმავლობაში უნდა ჩაიდოს ინფრასტრუქტურაში. ინფრასტრუქტურაში ჩადებული თითოეული დოლარიდან ჩვენ ვიღებთ დაახლოებით 60 ცენტის ეკონომიკას, რომელიც უნდა გადანაწილდეს თითოეულ მოქალაქეზე და ამ ქვეყანაში შევამციროთ უთანასწორობა და სიღარიბე. ეს იყო მსჯელობის ძირითადი საგანი", - განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, დღეს გაგრძელდება მსჯელობა. ზოიძის განცხადებით, საუბარი არ ყოფილა მინისტრობის კანდიდატებზე, არამედ იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდება სტრუქტურები. „ვიხილავთ მხოლოდ ერთი კუთხით, რომ მოქალაქეებს გავუადვილოთ იმ სარგებლისა და მომსახურების მიღება, რომელსაც სახელმწიფო უნდა აწვდიდეს. ასევე, მაქსიმალურად უნარიანი, ქმედითი და ეფექტიანი იყოს მთავრობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაჩქარდეს მაქსიმალურად. ყველა ფორმატში იქნება შეხვედრები. პრემიერი პირველ ყოვლისა შეხვდა მინისტრებს, თავის კოლეგებს ესაუბრა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა