გია ვოლსკი - არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საპროკურორო საბჭოს მართვის გადაცემა სახელმწიფო მართვის არასწორ გაგებას ნიშნავს

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საპროკურორო საბჭოს მართვის გადაცემა სახელმწიფო მართვის არასწორ გაგებას ნიშნავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრისა და ბიუროს უმრავლესობის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებები განსახილველია, მაგრამ არ მგონია, რომ პარლამენტი, სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები უნდა იყვნენ ამ სერიოზული სეგმენტის მართვიდან ჩამოცილებული და ეს სეგმენტი უნდა გადაეცეს მთლიანად არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაც, ჩემი აზრით, სახელმწიფო მართვის არასწორ გაგებას ნიშნავს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მთავარი პროკურორის არჩევის წესში ცვლილებებს, მანამდე კი მისი შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ საქართველოს კოორდინატორმა, ლაშა ტუღუშმა დღეს განმარტა, რომ არასამთავრობოების ნაწილმა პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლითაც პროკურორის არჩევის წესის და საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილებაა გათვალისწინებული.

„გაუგებარია ასევე, თუ რატომ უნდა იყვნენ დეპუტატები საპროკურორო საბჭოს წევრები. ეს საბჭო არის ერთპარტიული და რა სიკეთის მომტანიც არის, კარგად ვხედავთ. შეიძლება ვისაუბროთ პროკურორების რიცხვზეც საპროკურორო საბჭოში და ეს ძალიან ბევრია. ეს მოდელიც უნდა შეიცვალოს. გვაქვს კიდევ წინადადებები, მაგალითად, საპროკურორო საბჭოში არ უნდა იყვნენ დეპუტატები, არც მოსამართლეები და უნდა იყვნენ პროკურორები, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც დღეს არის -ორი წარმომადგენელი უნდა იქნას არჩეული ომბუდსმენის აპარატთან არსებული კომისიის მიერ, ასევე პარლამენტი უნდა მონაწილეობდეს გარკვეული ფორმით - ნახევარს უნდა ირჩევდეს უმრავლესობის დეპუტატები და ნახევარს ოპოზიცია, ხოლო მათი წარმომადგენლები უნდა იყვნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მეცნიერები და ადვოკატები. ეს მოდელი არის შეთავაზებული, კანონი არის დარეგისტრირებული და უნდა დავიწყოთ დისკუსია", - განაცხადა ტუღუშმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა