ბოდრუმის კლუბში სროლის შედეგად კლუბის მეპატრონე და მომღერალი ქალი დაიღუპა, არიან დაჭრილები

თურქეთის ქალაქ ბოდრუმში, კლუბ Medusa-ში მომხდარ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კლუბში ცეცხლი ოთხმა მამაკაცმა გახსნა. მომხდარის შედეგად დაღუპულია კლუბის მეპატრონე და მომღერალი ქალი. დაშავებულთა შორის მხოლოდ თურქეთის მოქალაქეები არიან.

დამნაშავეებმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს, მაგრამ მოგვიანებით სამართალდამცველებმა ქალაქ მანისას რაიონში ყველა მათგანი დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა