1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4579 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4579 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4573 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8357 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8414 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0057 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევიდა.