დავით ზალკალიანმა შვედეთის ზაფხულის დღესასწაულსა და ელჩის გაცილების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო შვედეთის ელჩის, მარტინა ქუიქის გამოსამშვიდობებელ საღამოში, რომელიც ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო სამქეთა სამინისტროდან აცნობეს. მინისტრმა შვედებს ასევე შუა ზაფხულის დღესასწაული მიულოცა.

უწყების ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველო-შვედეთის ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც 100 წელს ითვლის იმ პერიოდიდან, როდესაც სტოქჰოლმში პირველი ქართული მისია დაფუძნდა.

„სამწუხაროდ, ის მხოლოდ სამი წელი გაგრძელდა, მაგრამ ჩვენ შევძელით ეს კავშირები 90-იანების დასაწყისში თავიდან გაგვეაქტიურებინა”, - განაცხადა ზალკალიანმა და ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში საგარეო საქმეთა სამინისტროს როლს.

დავით ზალაკლიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-შვედეთის ორმხრივ ურთიერთობებზე და იმ დიპლომატიურ ძალისხმევაზე, რომელიც ამ თანამშრომლობის გასაღრმავებლად არის მიმართული. მინისტრმა ხაზი გაუსვა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრების მნიშვნელობას. მან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის შვედეთს მადლობა გადაუხადა.

„შვედეთი არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მთავარი მონაწილე. მას 19 დამკვირვებელი ჰყავს ამ მისიაში, რომელიც თავისი საქმიანობით ძალიან მნიშვნელოვანია და ადგილზე ახდენს უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მინდა გამოვხატო ჩემი და ჩემი მთავრობის ღრმა პატივისცემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, შვედეთი თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების საუკეთესო მაგალითი და „აღმოსავლეთ პარტნიონობის“ ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისი თქმით, ამ ინიციატივის შემდგომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის შვედეთს, რისთვისაც ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა შვედ ხალხსა და შვედეთის მთავრობას. მან ასევე აღნიშნა „შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" (SIDA), მნიშვნელოვანი როლი საქართველოს აღმშენებლობის პროცესში.

დავით ზალკალიანმა საქართველოში შვედეთის ელჩს, მარტინა ქუქს საქართველოსა და შვედეთს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„სამწუხაროა, რომ ვემშვიდობებით ქალბატონ მარტინა ქუიქს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვენი მოღვაწეობის დროს და მოგიწევთ საქართველოსთან დაკავშირებულ თემებზე მუშაობა. იმედს ვამყარებ, რომ შევხვდებით სხვადასხვა ფორუმებზე - ბრუსელში, სტოკჰოლმში, თბილისში. ჩემი სურვილია, რომ მუდამ გაქხსოვდეთ საქართველო“ , - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა