ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში ბიბლიოთეკა გაიხსნა

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა და ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში ბიბლიოთეკა გაიხსნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ნეძშიც.

პროექტი ხორციელდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კომპანია „გალფის“, ჰუმანიტარული უნივერსიტეტის, ამერიკის საელჩოს, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის, „პალიტრა L“-ის და კომპანია „ციტადელის“ მხარდაჭერით.

„მგონია, რომ მართლა ძალიან დიდ და მნიშვნელოვან საქმეებს შევეჭიდეთ. ამჯერად ზუგდიდი. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და „ეკვილიბრიუმმა“ ეს ამბები დავატრიალეთ – ჯერ სოფელ დიდ ნეძში გავხსენით „ეკვილიბრიუმის“ ბიბლიოთეკა, შემდეგ სოფელი ტყაია - კონფლიქტის გამყოფ ხაზთან გავხსენით ულამაზესი სკვერი–ბიბლიოთეკა და შემდეგ სოფელი რუხი, სადაც ჩავატარე ლექცია ,,დამოუკიდებლობა და თავისუფლება''. დიდი მადლობა ამხელა მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, რასაც სამეგრელოში განსაკუთრებით ვგრძნობ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა