ზედაზნის ტყეში ჯადოსნური მოკოლენდი იხსნება

2018 წლის 22 ივნისს, ზედაზენის ტყეში, თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მოკოლენდის ბილიკი იხსნება. პარკის მთავარი უპირატესობა დედაქალაქთან სიახლოვე და ამავდროულად, ის უნიკალური ფლორა და ფაუნაა, რომელიც ოჯახური განტვირთვისთვის, პიკნიკებისა თუ უბრალოდ მეგობრული თავშეყრებისთვის იდეალურ ადგილს წარმოადგენს.

შ.პ.ს სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის შედაგად მოეწყო საფეხმავლო ბილიკი და მოინიშნა გეგმარებისა და მონიშვნის ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად. ბილიკის სიგრძე 4,4 კილომეტრია, რომელიც ზედაზნის ტყეს სოფელ შანქევანთან აკავშირებს. ზღვის დონიდან 1010 მეტრზე, მოეწყო საპიკნიკე და გასართობი სივრცე(ეკოლოგიურად სუფთა, ხის კონსტრუქციებით დაკომპლექტებული გასართობი მოედანი) სადაც პატარა სტუმრებს ლოკომოკოს და მათთვის საყვარელი მულტფილმის „მოკოლენდის“ გმირების თემატური პარკი უმასპინძლებს.

InterPressNews.Geთბილისის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია საქართველოში. იგი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთების საგურამო-იალნოს ქედებსა და მათ განშტოებათა ფერდებზე ზღ.დ-დან 600-1,700 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს, თბილისის ეროვნული პარკის მრავალფეროვანი ფლორა წარმოდგენილია 675 სახეობის ბალახოვანი და მერქნიანი მცენარეული საფარით. ეროვნული პარკის ტყის საფარში ძირითადად გვხვდება - ქართული მუხის, წიფლის, რცხილის, ჩვეულებრივი იფნის, ჯაგრცხილისა და პანტის ტყის ეკოსისტემები.

ძუძუმწოვრებიდან კი, თბილისის ეროვნულ პარკში გავრცელებულია: მელა, მგელი, შველი, კურდღელი, ტყის კვერნა და სინდიოფალა. დიდი მტაცებლებიდან მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი ფოცხვერი და მურა დათვი. თბილისის ეროვნული პარკში შეხვდებით ორნითოფაუნის სხვადასხვა წარმომადგენლებს: ჩხიკვს, შაშვს და რამდენიმე სახის კოდალას. მტაცებელი ფრინველებიდან პარკში გავრცელებულია მიმინოს სახეობა.

InterPressNews.Geზაფხულის განმავლობაში, პარკის სტუმრებს ულევი მხიარულება ელით წინ, რაც, ყოველთვის წინასწარ დაანონსდება, თუმცა, თბილისის ეროვნულ პარკში, ლოკომოკოს ბილიკზე მისვლა მსურველებს, მათთვის სასურველ ნებისმიერ დღესა და დროს შეეძლებათ, უფრო სასიამოვნო დროსტარებისა და ჩართულობისთვის კი საინფორმაციო დაფებზე სახალისო, გონიერი და ოჯახური თამაშები იქნება განთავსებული.

ტყე-პარკი მოკოლენდი - გონიერი და ღონიერი ბავშვების ჯანსაღი განვითარებისთვის.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა