2018 წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში შესყიდვების 1100-ზე მეტი სპეციალისტი გადამზადდება

მიმდინარე წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში შესყიდვების 1100-ზე მეტი სპეციალისტი გადამზადდება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“ განკუთვნილია სახელმწიფო უწყებების, მათზე დაქვემდებარებული სსიპ-ებისა და შპს-ების, საქართველოს მუნიციპალიტეტების ორგანოებისა და მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (ა(ა)იპ-ების, შპს-ებისა და სხვ.) შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის. ტრენინგების მიზანია აღნიშნულმა პირებმა მიიღონ მეტი ცოდნა სახელმწიფო შესყიდვებში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც მათ კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

„2018 წელს სასწავლო ცენტრში საბაზისო კურსის მიხედვით გადამზადდება სულ 10 ნაკადი, ჯამში 560 მსმენელი. აღსანიშნავია, რომ უკვე გაიმართა ერთდღიანი სემინარების ციკლი თემაზე: „სახელმწიფო შესყიდვების აქტუალური გამოწვევები და სიახლეები“, საქართველოს რეგიონების მუნიციპალიტეტების მერებისთვისა და მათი მოადგილეებისთვის, ჯამში გადამზადდა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების 118 ხელმძღვანელი.

15 მსმენელი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატისა და USAID - ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში იყო გადამზადებული სპეციალიზებული ინტენსიური კურსის ფარგლებში.

2018 წლის ბოლომდე დაგეგმილია არაერთი ტრენინგისა და სემინარების ციკლი. ცენტრის ორგანიზებით, ასევე ჩატარდება ერთდღიანი თემატური შეხვედრები მათთვის, ვინც წინა წლებში უკვე გაიარა საბაზისო ტრენინგი „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“ და სურს გაეცნოს განხორციელებულ სიახლეებს. თემატური შეხვედრების ფარგლებში გადამზადდება 140 მსმენელი. მიმდინარე წელს გაიმართება 5 თემატური შეხვედრა რეგიონებში (ბათუმი, თელავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი) შემსყიდველებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომლის ფარგლებშიც გადამზადდება 250 მსმენელი. გარდა ამისა, სასწავლო ცენტრის ორგანიზებით დაგეგმილია შეხვედრა ქვეყნის რეგიონების გუბერნატორებთან და მათ მოადგილეებთან, შეხვედრების ფარგლებში ისინი გაეცნობიან სახელმწიფო შესყიდვებში განხორციელებულ სიახლეებს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში 2014 წლიდან 2018 წლამდე 2852 მსმენელი გადამზადდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა