სერგი კაპანაძე - ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხები არ ჩანს

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხები არ ჩანს და ეს ეხება როგორც ერთი მიმართულებით წაყვანილ გამოძიებას, ისე მომდევნო საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც იქნა, ან არ იქნა ჩატარებული, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"კომისიამ მუშაობა უკვე დაიწყო, ჩვენ გავეცანით ყველა მასალას, რომელიც ჩვენთან შემოვიდა და ვიწყებთ ახსნა-განმარტებების მოსმენას. გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა და მე დარწმუნებული ვარ, ამ კითხვებზე პასუხების გაცემით ნათელი მოეფინება იმას, თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე და რატომ არ იქნა ბოლომდე მიყვანილი ეს საქმე. ამ კითხვებზე პასუხები არის უაღრესად მნოშვნელოვანი", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი სხდომის შემდეგ გადაწყდება, თუ ვინ იქნება დაბარებული გამოკითხვაზე ორშაბათს და სამშაბათს და იქნება თუ არა მათ შორის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.

"ამ პროცესის მიმართ არც ერთი ადამიანი არ იქნება იმუნიტეტის მქონე. არის ძალიან ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხები არ ჩანს და ეს ეხება როგორც ერთი მიმართულებით წაყვანილ გამოძიებას, ისე მომდევნო საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც იქნა ან არ იქნა ჩატარებული", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დღევანდელ სხდომაზე გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს და მათ ადვოკატებს მოუსმენენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა