ზაზა სარალიძე - ეკა ბესელიას არ ვენდობი, ჩემი შვილის საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა

კარგია, რომ როგორც იქნა მომეცემა შესაძლებლობა, ეკა ბესელიას პირისპირ შევხვდე და ვუთხრა, რაზეც ვარ განაწყენებული, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე ზაზა სარალიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბესელიამ მისი შვილის მკვლელობის საქმე თავისი განცხადებებით პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა.

"დღეს ვისაუბრებთ ყველაფერზე, რა ინფორმაციასაც ვფლობ. გამოძიებამ არაფერი გააკეთა. არ დაიჭირა მკვლელები. ფაქტობრივად, არაფერია ისეთი, რაც აქამდე არ თქმულა, ყველაფერი არის უკვე გაჟღერებული. კომისიისგან დადებითი მოლოდინი მაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში არც ვითანამშრომლებდი მასთან. რაც შეეხება ეკა ბესელიას, მე მას კვლავ უნდობლობას ვუცხადებ, თუმცა კარგია, რომ პირისპირ შეხვედრის საშუალება მომეცა. როგორც იქნა ვეტყვი, რატომ ვარ განაწყენებული მასზე. პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა ჩემი შვილის საქმე თავისი განცხადებებით", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო