ანრი ოხანაშვილი - ჩვენი მიზანია, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მშობლების მიერ დასმულ კითხვებს პასუხები გაეცეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალებთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები - ჩვენი კითხვები ეხება როგორც ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, ასევე იმ საკითხებს, რაზეც შეკითხვები თავად დაზარალებულ ოჯახებს გააჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატის თქმით, კომისიისთვის საინტერესოა, რა ინფორმაციას ფლობენ დაღუპული მოზარდების ოჯახის წევრები, რა შეკითხვები აქვთ მათ და რატომ გაჩნდა ეს კითხვები.

“ჩვენი მიზანია, რომ ამ ადამიანების მიერ დასმულ კითხვებს პასუხი გაეცეს და ხორავას ქუჩის საქმეს ნათელი მოეფინოს“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც დაღუპული დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს და მათ ადვოკატებს მოუსმენენ.

ამ წუთებში ზაზა სარალიძის მოსმენა მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა