ამერიკელი ექსპერტი გრეგ კრავჩუკი - 2017 წელთან შედარებით, აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით წელს ვითარება გაცილებით უკეთესია

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებსა და არსებულ ვითარებაზე სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე, იმსჯელეს რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სააგენტოს უფროსის მოადგილეები და პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, USAID/REAP-ის მოწვეული ექსპერტი გრეგ კრავჩუკი ესწრებოდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამერიკელი ექსპერტი აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით არსებული ვითარების გასაცნობად სპეციალურად სტუმრობს საქართველოს. გრეგ კრავჩუკი იმყოფებოდა რეგიონებში, გაეცნო აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული საკოორდინაციო შტაბის მუშობას, შეხვდა ფერმერებს, დაათვალიერა ფართობები და მონიტორინგის სისტემა.

„შთამბეჭდავია ის მასშტაბები, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო ინტეგრირებული მიდგომით ახორციელებს. 2017 წელთან შედარებით, ვითარება გაცილებით უკეთესია. სააგენტო მეტად მობილიზებულია, მოსახლეობა და ფერმერები კი უფრო ინფორმირებულნი და პროცესში ჩართულები არიან. თქვენ უკვე აკეთებთ იმ ყველაფერს, რისთვისაც ჩვენ წლები დაგვჭირდა, მავნებელთან ბრძოლის პროცესში ინერგება ისეთი მეთოდები, მაგალითად, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, ფართობების პერიმეტრების დამუშავება, რაც საშუალებას მოგცემთ, სამომავლოდ შეამციროთ მავნებლის წნეხი სასოფლო- სამეურნეო კულტურებზე და ინსექტიციდების გამოყენებაც. ამ ეტაპზე კვლავ არსებობს მავნებლის გავრცელების რისკი და პესტიციდების გამოყენება აუცილებელია. ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომელსაც იყენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოვცადეთ და მავნებელთან ბრძოლისას ყველაზე ეფექტიანია“,- განაცხადა გრეგ კრავჩუკმა.

გრეგ კრავჩუკი საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და USAID/ REAP-ის (Reap Georgia) მხარდაჭერით იმყოფება. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა და სტრატეგიის შემუშავებაში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი 2016 წლიდან არის ჩართული.

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული იმ სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების, მათ შორის, გრეგ კრავჩუკის და ქართველი მეცნიერების ჩართულობით შემუშავდა.

ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის პოპულაცია, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა, მისი გავრცელების გეოგრაფიული არეალი კი არ გაზრდილა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს