სარალიძეების ოჯახის ადვოკატი - ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფორმატში მიღწეული იქნება შედეგი

სარალიძეების ოჯახის ადვოკატს, ნესტან ლონდარიძეს მოლოდინი აქვს, რომ კომისიის ფორმატში კონკრეტული შედეგი იქნება მიღწეული. ამის შესახებ ლონდარიძემ პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"ჩვენ რომ აქ ვართ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ კომისიის ფორმატში მიღწეული იქნება შედეგი. სხვანაირად ჩვენ არ ვითანამშრომლებდით და აქ არ ვიქნებოდით. პრობლემა ბევრი მხრივ არის, ისევე როგორც საგამოძიებო მოქმედებების მხრივ, სასამართლო პროცესის წარმოების დროს, ასევე ექსპერტიზის ჩატარების დროს. კითხვები ძალიან მრავალმხრივია. ჩვენ ვითხოვთ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობას, ვინც არა მარტო მონაწილეობდა საქმეში, არამედ ვინც ხელი შეუწყო იმას, რომ დღეს მივიღეთ ასეთი გართულებული პროცედურები. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ მივიღოთ სამართლიანი მართლმსაჯულება ქვეყანაში", - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა