ესტონეთის პრეზიდენტი - ჩვენ მხარს გიჭერთ საქართველოს, გეხმარებით და გთხოვთ, რომ იმედი არ გაგვიცრუოთ

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ ტალინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებაზე ესტონეთის პრეზიდენტს უმასპინძლეს, რომელმაც მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ესტონეთის მტკიცე მეგობრობას და იმ ღირებულებებს, რომელსაც ისტორიული კავშირები ემყარება.

ესტონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

„ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია თქვენი აქ ყოფნა და ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ მივულოცო ქართველ ხალხს და ასევე გავიხსენო სამწუხარო ფაქტი, საქართველოს ნაწილობრივი ოკუპაციის 10 წლის თავი.

ჩვენ არ დავნებდებით იმ იმედით, რომ საქართველო შეძლებს დამოუკიდებლობის აღდგენას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასობაში, ჩვენ განვაგრძობთ თქვენი მოსაზრებების ღიად და გულწრფელად გამოხატვას, სანამ ეს საჭირო იქნება.

ჩვენ გვახსოვს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა ჩვენი დამოუკიდებლობის აღსადგენად. იმ დროს ჩვენს ხალხს წარმატების მიღწევამდე სტრატეგიული მოთმინება გააჩნდა. ეს უნდა გვახსოვდეს და იმედს გვაძლევდეს. ამ პროცესს რომ დრო სჭირდება, უნდა შევახსენოთ მათ, ვინც იმედს კარგავს. მანამდე ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ვიცი, რომ თქვენც ყველაფერს აკეთებთ, რათა შევინარჩუნოთ საქართველო ევროპულ გზაზე. ჩვენ მხარს გიჭერთ, ჩვენ გეხმარებით და გთხოვთ, რომ იმედი არ გაგვიცრუოთ და განაგრძოთ რეფორმების გზა, რომელიც აირჩიეთ.

გთხოვთ, განაგრძოთ იმის ჩვენება, რომ თქვენ წარმატებულნი ხართ ისეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, როგორზეც სხვა ევროპის ქვეყნები იკითხავენ, თუ რატომ არ არის ის ევროკავშირის წევრი. ვიცი, რომ სწორედ ეს დაისახეთ მიზნად და ვიმედოვნებ, რომ თქვენი პროგრესის მომსწრე გავხდებით.

ჩვენ ერთად ვდგავართ და თქვენ მჭიდროდ თანამშრომლობთ ევროკავშირთან. ჩვენ ასევე ერთად ვართ ნატო-ს სამიტისთვის სამზადისში იმ იმედით, რომ ის თავდაცვის სფეროში ჩვენი მომავალი თანამშრომლობის გარანტიების მომტანი იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე თქვენთვის“, - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში, ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური მისიების, საქმიანი წრეების და ესტონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა