ნინო ლომჯარია - დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი დადგენილი არ არის და მათ მიმართ საჭირო საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა

დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი გამოძიების მიერ დადგენილი არ არის, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შესვლამდე განაცხადა.

"სახალხო დამცველმა დაასრულა საგამოძიებო მასალების შესწავლა და დასკვნის სახით შემიძლია გითხრათ: სასამართლოს განაჩენმაც დაადასტურა გამოძიებაში ის ხარვეზები, რაზეც სახალხო დამცველი საუბრობდა. დღეის მდგომარეობით შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი გამოძიების მიერ დადგენილი არ არის. არის კითხვები, თუ რატომ მივედით აქამდე, რატომ არ არის გამოვლენილი ყველა პირი? - თავად გამოძიების მასალებითაც არაერთი კითხვის ნიშანი ჩნდება, თვალში საცემია გარემოებები, რომ კონკრეტული პიროვნებების მიმართ არ არის ჩატარებული ის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც უნდა ჩატარებულიყო. ყურადღება არ აქვს მიქცეული გამოძიებას იმ აუცილებელ დეტალებზე, რომლებზეც მოწმეები თუნდაც ზოგადი სახით საუბრობდნენ. საერთო ჯამში, ვფიქრობთ, რომ გამოძიებამ ვერ ან არ შეძლო გამოევლინა მკვლელობაში დამნაშავე ყველა მონაწილე", - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

მისივე თქმით, გამოძიება უნდა გაგრძელდეს მკვლელობაში მონაწილე პირების დასადგენად და ასევე მეორე მიმართულება უნდა იყოს, ჩაერია თუ არა ვინმე კონკრეტული პიროვნება, რომ გამოძიებას რეალური მკვლელები არ დაედგინა.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული ყავის კომპანია „მეამა“-ს შენობა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის სამეულშია
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს