ნარკოტიკების მოხმარების შედეგად გარდაცვლილი ადამიანებისთვის, გარკვეულ შემთხვევებში, ეკლესიური წესის აგება შესაძლებელი იქნება

ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანებისთვის, გარკვეულ შემთხვევებში, ეკლესიური წესის აგება შესაძლებელი იქნება.

ამჟამად იშვიათი გამონაკლისის გარდა, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების შედეგად გარდაცვლილი პირებისთვის წესის აგება არ ხდება, ვინაიდან აღნიშნული თვითმკვლელობად განიხილება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის თანაშემწემ, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, წმინდა სინოდის გუშინდელი განჩინებით, სპეციალურად ამ საკითხებზე წმინდა სინოდის მიერ შექმნილი კომისია იმსჯელებს.

„ეს იქნება მსჯელობის საგანი, თუ როგორ მოიქცნენ სასულიერო პირები ასეთ შემთხვევებში. ვფიქრობ, გარკვეული დიფერენცირება იქნება სხვადასხვა შემთხვევებში. წინასწარ ვერ გეტყვით. ალბათ, ამასთან დაკავშირებით კონკრეტიკა იქნება, როგორ მოიქცეს სასულიერო პირი. აღნიშნულიდან გამომდინარე ითქვა, რომ შეიქმნება კომისია და გაგრძელდება მსჯელობა. წმინდა სინოდის სხდომაზე ეს საკითხი დაისვა და საჭიროებს გარკვეულ კონკრეტიკას“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო