ნინო ლომჯარია - რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გვაქვს და ნარკომომხმარებლების შემცირებას ვერ მივაღწიეთ - ჩვენი პოლიტიკა არის სისტემურად გადასახედი

მე მესმის, რომ საპატრიარქო და ზოგადად რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები არ შეიძლება უჭერდნენ მხარს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ნებისმიერ ლიბერალურ დამოკიდებულებას, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომის ოქმს, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლობერალიზაციის წინააღმდეგია.

"მე მესმის, რომ საპატრიარქო და ზოგადად რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები არ შეიძლება უჭერდნენ მხარს ნებისმიერ ლიბერალურ დამოკიდებულებას ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, თუმცა სახალხო დამცველი ნამდვილად უჭერს მხარს არსებული ნარკოპოლიტიკის გადახედვას. ცალსახად მიგვაჩნია, რომ ნარკომომხმარებლებზე და ნარკოდამოკიდებულებზე უნდა გამოირიცხოს საპატიმრო სასჯელი, ასევე უნდა განისაზღვროს დოზირება. ზოგადად, სახალხო დამცველი მხარს უჭერს რეპრესიული პოლიტიკიდან მზრუნველობით და რეაბილიტაციურ პოლიტიკაზე გადასვლას, რადგან ჩვენ წლებია რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გვაქვს და მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ მივაღწიეთ ნარკომომხმარებლების შემცირებას. ჩვენი პოლიტიკა არის სისტემურად გადასახედი",- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ სინოდის კრების ოქმის თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და სინოდის კრებამ ნარკომანიისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის მძიმე შედეგებზე იმსჯელა.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეკლესია არასოდეს უჭერდა მხარს ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა