ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო ფოლკლორის ფესტივალ „არტგენის“ გახსნას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო ფოლკლორის ფესტივალ „არტგენის“ გახსნის ცერემონიალს დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ღონისძიების დაწყებამდე მახუნცეთში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მონუმენტი გაიხსნა.

როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, თანამედროვე მონუმენტი „სამშობლოს სადარაჯოზე“ ცეკვა „ხორუმის“ პერსონაჟის - მესაზღვრის ფიგურას განასახიერებს და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას ეძღვნება.

გახსნის ღონისძიებას აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. მათ წინაშე ფოლკლორული ნიმუშებით ფესტივალ „არტგენის“ მონაწილეები წარსდგნენ.

ფოლკლორის ფესტივალი „არტგენი“ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, ტრადიციულ მუსიკალურ ოჯახებს, ხალხური შემოქმედების ანსამბლებს, ცალკეულ მომღერლებსა თუ მუსიკოსებს აერთიანებს. მასში აჭარიდან 18 შემოქმედებითი ჯგუფი მონაწილეობს.

როგორც ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მსგავსი ფესტივალების ჩატარება აჭარის მაღალმთიანეთში ხელს უწყობს, ერთი მხრივ, ტურიზმის განვითარებას, მეორე მხრივ, ადგილობრივი კულტურის და თვითმყოფადობის შენარჩუნებას, რაც ყველაზე მეტად იზიდავს უცხოელ ვიზიტორებს ჩვენს ქვეყანაში.

ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ახალი მონუმენტის ავტორებსა და ფესტივალის ორგანიზატორებს.

„არტგენს“ 14 -წლიანი ისტორიის მანძილზე, აჭარის მაღალმთიანეთი პირველად მასპინძლობს.

„რეგიონული ტურნესთვის ადგილების შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ტურისტულად საინტერესო და მნიშვნელოვანი ადგილების გაცოცხლება და პოპულარიზაცია“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა