კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება გრძელდება

კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ამინდების გაუმჯობესებისთანავე, კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება განახლდა.

ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოსავლის აღების აგროოპერაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ ახორციელებს.

„ალაზნის ველზე დღეს შპს „მექანიზატორი“-ს 9 ერთეულმა კომბაინმა 200 ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება დაასრულა. დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში შპს „მექანიზატორს“ უკვე აღებული აქვს 2,4777 ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კულტურის მოსავალი.

პროცესების შეუფერხებლად წარმართვის მიზნით კახეთში მობილიზებულია 102 ერთეული შპს „მექანიზატორის“ მარცვლეულის ამღები კომბაინი, აქედან გურჯაანის სერვის-ცენტრში 60, ხოლო დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრში 42 ერთეული.

საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება მიმდინარე სამუშაოებში.

გარდა მოსავლის აღების აგროოპერაციისა, შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს მთელი საქართველოს მასშტაბით 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა