ზაზა სარალიძე - თავად პროკურორმა დამისახელა მეორე პირი, რომელიც ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა

თავად პროკურორმა დამისახელა მეორე პირი, რომელიც ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

სარალიძემ ისაუბრა გამოძიებისა და სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას მისთვის მიწოდებულ ინფორმაციებზე როგორც გარდაცვლილთა მეგობრებიდან, ასევე პროკურორების მხრიდან. კერძოდ, ზაზა სარალიძემ თბილისის პროკურატურაში საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძესთან ერთ-ერთი შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ზვიად ფხაკაძემ თავად დაუსახელა მკვლელობაში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდი.

„ქალაქის პროკურორის მოადგილესთან ერთ- ერთ შეხვედრას საქმის პროკურორი, ზვიად ფხაკაძეც ესწრებოდა. მე იმ პერიოდში უკვე დადასტურებული მაქვს ჩემი შვილის მკვლელები. ეს ინფორმაცია მივაწოდე პროკურორებს - ერთ-ერთი მიხეილ კალანდიაა მეთქი. ამ დროს ზვიად ფხაკაძემ იკითხა - მეორე ალბათ მღვდლის შვილი გ.მ. არისო. მე არც კი მაცადა სახელი და გვარის დასახელება, მან თავად თქვა“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. თუმცა, მისივე თქმით, საქმის პროკურორები სასამართლო სხდომების განმავლობაში ყოველთვის უმტკიცებდნენ, რომ მისი შვილის მკვლელობაში მხოლოდ ერთ-ერთი ბრალდებულთაგანი იყო და მეტი არავინ მონაწილეობდა მის საქმეში.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს და მას ზაზა სარალიძესთან ერთად მისი ინტერესების დამცველი ნესტან ლონდარიძეც ესწრება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს