ხაშურის ბიბლიოთეკაში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა

ხაშურის ბიბლიოთეკაში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მსჯელობდნენ.

„მითები ევროკავშირისა და ნატოს შესახებ“, - ამ სახელწოდების პრეზენტაცია წარუდგინა აუდიტორიას მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილების უფროსმა ნინო სუხიაშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენელი შიდა ქართლში მარიამ გიგაური, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძე, ამერიკული კუთხის კოორდინატორი ქეთევან მეტრეველი, მერიის წარმომადგენლები, ახალგაზრდები, დაინტერესებული პირები.

„გაიმართა საინტერესო დისკუსია. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ პოზიტიური შედეგების შესახებ, რაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებულ ძალისხმევას ახლავს თან.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალში, უკვე მუნიციპალიტეტის სოფლებში გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა