ზაზა სარალიძე ეკა ბესელიას - ზუსტად თქვენი საუბრიდან გამომდინარე დავეტაკე პროკურორ ზვიად ფხაკაძეს - ფაქტობრივად, ვაგინებდი

ქალბატონო ეკა, ზუსტად თქვენი საუბრიდან გამომდინარე დავეტაკე ზვიად ფხაკაძეს. ძალიან დიდი შეხლა-შემოხლა გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანეს ჩემი შვილის ამბავი, - ასე ზაზა სარალიძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენელ ეკა ბესელიას მიმართა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კომისიის სხდომას რამდენიმე წუთის წინ შეუერთდა. მოკლული დავით სარალიძის მამამ ეკა ბესელიას კითხვით მიმართა, თუ რატომ არ შეხვდნენ მმართველი გუნდის წევრები მას. როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, საქმის პროკურორს, ზვიად ფხაკაძესა და მას შორის მწვავე დაპირისპირება სწორედ იმ განცხადებებმა გამოიწვია, რომ ამ ამბით პოლიტიკური პარტიები მანიპულირებენ.

„პირდაპირ დამადანაშაულეს როგორც ქალბატონმა ეკამ, ისე ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომ პოლიტიკურ პარტიას ჩემი შვილის სულით მანიპულირების უფლება მივეცი. ზუსტად ამის გამო ძალიან უხეში საუბარი მქონდა ზვიად ფხაკაძესთან, ფაქტობრივად, პირდაპირ ვაგინებდი. ვკითხე: „პროკურატურა რატომ ამბობს იმას, რომ მე ვიღაცას ჩემი შვილის სულით მანიპულირების უფლება მივეცი-მეთქი“? ასე მიპასუხა: „ეს ჩემი პროკურატურა არ არისო“. რას ჰქვია, იმის პროკურატურა და ამის პროკურატურა?

ქალბატონო ეკა, ფაქტობრივად, ტელევიზიებით გვიწევს ჩვენ ურთიერთობა. ძალიან სამწუხაროა, რომ როდესაც თქვენზე განაწყენება გამოვთქვი, ერთხელაც არ გქონიათ იმის სურვილი, რომ შემხვედროდით და პირადად მეთქვა, რაზე გავნაწყენდი. დღესაც კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია ჩემი თანხმობის გარეშე ჩემი შვილის სულით მანიპულირებდეს, თუმცა მე თვითონაც ძალიან კარგად ვხედავ ყველაფერს. ვიღაცას რაღაც აინტერესებს, ვიღაცა რაღაცას აპირებს, მაგრამ ერთ მთავარ კითხვას დავსვამ - როდესაც მმართველ გუნდს ვეხვეწე, შემხვდით და მომისმინეთ-მეთქი, რატომ არ შემხვდა? თუნდაც, როდესაც ბატონ გახარიას მივმართე ტელევიზიით, რატომ არ შემხვდა? პირველ ეტაპზე პროკურორებს, ძალოვან უწყებას, ბატონ გახარიას ვეხვეწებოდი. რატომ გგონიათ ახლა, რომ პოლიტიკური პარტიები დგანან ჩემს ზურგს უკან?,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პარლამენტის საგამოძიებო კომისია დღეს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებსა და მათ ადვოკატებს უსმენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა